Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: არავის ვურჩევ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ წასვლას


არავის ვურჩევ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ წასვლას, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ რღვევასთან დაკავშირებულ ეჭვებზე საუბრისას. მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, ამ ეტაპზე არ ემუქრება სანქციები და უმრავლესობის რიგებიდან გარიცხვა. თუმცა არც ასეთი სცენარი გამოირიცხება.

„შარშან ამ დროს იყო ამაზე მეტი სირთულეები. ეს დასრულდა ერთი დეპუტატის გარიცხვით პარტიიდან, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას... არის თეორიული რისკი იმისა, რომ შეიძლება მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის შიგნით დაპირისპირებული ჯგუფების არსებობის თაობაზე. „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელია პოსტიდან გადადგა

„რეალურად ეს არის ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი... და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს არ დასრულდება მათთვის სასარგებლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG