16 დეკემბერს, თელავში გამართული პრეზიდენტის ინაუგურაცია 442 976 ლარი დაჯდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. სწორედ ეს სახელმწიფო სტრუქტურა გეგმავდა ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებს.
მეფე ერეკლე მეორის სასახლის ეზოში გამართულ ინაუგურაციას ესწრებოდნენ სტუმრები 55-მდე ქვეყნიდან. ცერემონიის დასასრულს ოთხი ქვემეხიდან გაისროლეს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების 40 წუთიანი ცერემონიის შემდეგ წინანდალში გაიმართა სადღესასწაულო ვახშამი.