Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" შეხვედრას განსაკუთრებულ პოლიტიკურ დატვირთვას არ ანიჭებს


გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, კაჭრეთში პარტია „ქართული ოცნების“ შეხვედრა სამუშაო სემინარის ფორმატით მიმდინარეობს. „არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს. ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც მე არავის მივუწვევივარ და არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს. არ მგონია, რომ ეს სემინარი იყოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი. არ ვიცი, რა შემადგენლობით იმყოფებიან კაჭრეთში და არ მგონია, რომ მაინცდამაინც პოლიტიკურ საკითხებთან იყოს დაკავშირებული“ - განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ გედევან ფოფხაძემ. მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველას თავისი აზრი აქვს და მოხვდებიან, თუ არა სემინარზე რაიმეს განმსაზღვრელი არ არის.

3 იანვარს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება. მანამდე, 31 დეკემბერს კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წარდგინებით გედევან ფოფხაძე აირჩიეს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა გამოიწვია გუნდთან მისი კანდიდატურის შეუთანხმებლობამ და პროცედურის დარღვევამ. ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატების აქტიური მოწინააღმდეგეა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მიმდინარეობს მმართველი პარტიის მასშტაბური, სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში უნდა გადაიჭრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG