Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოს მმართველმა ორგანიზაციამ სამი ქართველი გამოარჩია


გელა ზაალიშვილი
გელა ზაალიშვილი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) დაასახელა თორმეტი თინეიჯერი ძიუდოისტი, რომლებმაც 2019 წელს უკვე უფროსებში უნდა იბრძოლონ უმაღლესი ტიტულებისთვის. ძიუდოს მმართველი ორგანიზაციის ფავორიტთა შორის სამი ქართველია - 18 წლის მარიამ ჭანტურია (70 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ) და 19 წლის გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

სამივე მათგანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და 21-წლამდელთა შორის უკვე საერთაშორისო არენაზეც მოასწრეს გაბრწყინება. მარიამ ჭანტურიამ შარშან ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურმა 2017 წელს ჭაბუკებში აჯობა ყველას მსოფლიოს კონკურენციაში, ხოლო 2018-ში - ახალგაზრდებში. გელა ზაალიშვილმა კი გასულ სეზონში ორი უმთავრესი ტიტული მოიპოვა - გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

XS
SM
MD
LG