„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული აზრი ისჯება. გოცირიძის თქმით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შინაარსი ნიშნავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია მასთან იყო შეთანხმებული. რომან გოცირიძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის გადადებით დროის გაჭიანურება მიმართულია არა სიის შესაცვლელად, არამედ იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ სია მხარდაჭერილი უნდა იყოს.
„ის, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებაა, ყველასთვის იყო ცნობილი. ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება. დღეს ვხედავთ ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც განსხვავებული აზრი გამოთქვეს. ეს არის საჩვენებელი ყველასთვის, რომ ყველა, ვინც გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს, იქნება დასჯილი. ფაქტია, რომ ეს იყო პრევენციული ნაბიჯი სხვებისთვის", - უთხრა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.