Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში H1N1 ვირუსით 2010 წელს დაავადდა შვიდჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე დღეს  


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აქვეყნებს ბოლო 10 წლის სტატისტიკას H1N1 ვირუსით დაავადებულთა რაოდენობის შესახებ. სტატისტიკის თანახმად, ამ ვირუსით, ყველაზე მეტი, 100 000 მოსახლეზე 1995 ადამიანი, 2010-2011 წლებში დაინფიცირდა. 2019 წლის 10 იანვრის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე 256 დაავადებული ფიქსირდება: „2012-2013 წლებში, დაავადებულთა რაოდენობა შეადგენდა 385-ს; 2015-16 წლებში - 257; 2017-18 წლებში კი 196 ადამიანი. ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ის, რაც ახლა ხდება, არ არის რაიმე უნიკალური მოვლენა, რაც აქამდე არ მომხდარა. თითოეული გართულება, თითოეული გარდაცვალება, ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედიაა. ამ ციფრებს იმიტომ არ მოგახსენებთ, რომ სხვა წლებში უარესი მდგომარეობა იყო და ახლა არაფერი ხდება. უბრალოდ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ სრული ინფორმაცია“.

XS
SM
MD
LG