Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაადასტურა, რომ დაკავებული ჰყავს აშშ-ის სამხედრო ფლოტის ვეტერანი


Iran -- Police Handcuffs Generic Photo.
Iran -- Police Handcuffs Generic Photo.

ირანმა განაცხადა, რომ დაკავებული ჰყავს აშშ-ის სამხედრო ფლოტის ვეტერანი. ამით დადასტურდა მედიის მიერ გავრცელებული ცნობა ამ შემთხვევის შესახებ, რაც კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას ვაშინგტონთან. ნიუ იორკ ტაიმსი იტყობინებოდა 7 იანვარს, რომ მაიკლ უაიტი ირანში სტუმრობისას დააკავეს და ივლისის შემდეგ დაკავებული ჰყავთ დაუდგენელი ბრალდებით. 9 იანვარს ირანის სახელმწიფო სააგენტოირნამ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ბაჰრამ ღასემის განცხადება, რომელიც ადასტურებს დაპატიმრების ფაქტს. თუმცა, ღასემის არ დაუდასტურებია,როდის მოხდა ეს ან რა ბრალს უყენებენ უაიტს. ღასემის სიტყვებით, ირანმა აშშ-ის მთავრობას ცნობა მიაწოდა ქალაქ მაშჰადში „გარკვეული დროის წინ“ უაიტის დაკავებიდან რამდენიმე დღეში. მისი თქმით, უაიტის საქმე იურიდიულ პროცედურას გადის და სათანადო დროის შემდეგ ოფიციალური პირები მის შესახებ განცხადებას გაკეთებენ.

XS
SM
MD
LG