ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ სახელმწიფოს თანადაფინანსებით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვსი უფასო იქნება. პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება დღე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 11 იანვარს გააცნო საზოგადოებას. ამ დრომდე ანტივირუსული პრეპარატი მხოლოდ ორსულების, მელოგინეების, ბავშვების, ხანშიშესულების, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვსი იყო უფასო.
"ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ მედიკამენტის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბარიერს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტენსიურად არის ჩართული პროცესში. მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცემა სახელმწიფო სუბსიდირებით, ანუ მოქალაქეებისთვის უფასოდ. მე ეს დავალება მივიღე გუშინ, გვიან სარამოს. უკვე დავიწყეთ შესრულების მექანიზმის განხორციელება და ხვალ, დღის პირველი ნახევრიდან შევასრულებთ მას. ეს არის მნშვნელოვანი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ საქართველოს მთავრობისთვის მართლაც პრიორიტეტულია მოქალაქეების ჯანმრთელობა", განაცხადა სერგეენკომ.
ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველსო მთავრობამაც გააკეთა ფეისბუკის გვერდზე.
მედიკამენტის მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გარდა, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებშიც იქნება შესაძლებელი. ცვლილებები იქნება გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებაშიც. გაზრდილი ავადობის პერიოდში ამ მომსახურებასაც სახელმწიფო დააფინანსებს.
მედიკამენტის სუბსიდირება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან მოხდება. ტამიფლუს კი სახელმწიფო მწარმოებელი კომპანიისგან შეიძენს. ბიუჯეტის ოდენობა ჯერ უცნობია.
დღესვე, კლინინების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გრიპის გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველასთვის უფასო იქნება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თანადაფინანსების ნაწილს, რომელიც მოქალაქეების გადასახდელი იყო, სახელმწიფო დაფარავს.
11 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში H1N1 ვირუსით 15 ადამიანია გარდაცლილი.