Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი: ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი


„მე ყველასთან ვაპირებ თანამშრომლობას, მაგრამ ამისთვის ორივე მხარე უნდა იყოს მზად“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა ის ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას და როგორ, იმის მიუხედავად, რომ ამ პატრიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა.

„სხვათა შორის, ჩემი გაგებით შერიგება და ყველას პრეზიდენტობა უფრო ეხება საზოგადოებას ვიდრე მაინც და მაინც პოლიტიკურ პარტიებს, მე არ მაქვს ვალდებულება პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი ვიყო. თუმცა ვარ მზად ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მქონდეს ურთიერთობა. სხვათა შორის ყველა მოწვეული იქნა ჩემს ინაუგურაციაზე, ყველას დაეგზავნა მოლოცვის წერილები, მაგრამ ის ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი?“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG