Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათონელის სასახლეზე პირველად აღიმართა სახელმწიფო დროშა


„დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დროშის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე ათონელის რეზიდენციაში. 14 იანვარს ათონელის სასახლეზე პირველად აღიმართა სახელმწიფო დროშა:

"ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართველები. პირადად მე გავიზარდე სამფეროვანი დროშის ქვეშ უცხოეთში, როცა მას არ ჰქონდა ის დატვირთვა სახელმწიფო დროშის და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ექნებოდა სახელმწიფო დროშა. დღეს, ეს დროშა არის ჩვენი სახელმწიფო დროშა. მას უნდა ვცეთ პატივი და ეს არის ქვეყნის პატივისცემა. სადაც არ უნდა იყოთ მომავალში ამ დროშის ქვეშ უნდა ჩათვალოთ, რომ ხართ საქართველოს ელჩები. უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ამ დროშას შეეფერება. ამ დროშას იცავენ ჩვენი ჯარისკაცები აქ და ქვეყნის გარეთ. ამ დროშას იცავენ ჩვენი მესაზღვრეები, ის ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზზე. მას პატივს სცემენ ჩვენი სპორტსმენები, ამ დროშის ქვეშ დაგვაქვს ჩვენი კულტურა, რომელიც არის ჩვენი საგანძური და რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ, არანაკლებად ვიდრე დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG