Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე მკურნალობას სახლში აგრძელებს


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ზაზა სარალიძეს ექიმებმა ათდღიანი მკურნალობა დაუნიშეს. ის ამჯერად საავადმყოფოდან გამოწერილია და მკურნალობას სახლში აგრძელებს. როგორც სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სარალიძემ ვერც სასამართლოში მისვლა მოახერხა. პროცესი 8 თებერვლისთვის გადაიდო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღეს ის საქმე უნდა განეხილა, რომელიც ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის აღძრული.

ზაზა სარალიძე შეუძლოდ 15 იანვარს გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოკვლევისთვის დიღმის ქირურგიულ ცენტრში გადაიყვანა.

XS
SM
MD
LG