Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცხადდა პრემია "ოსკარის" წლევანდელი ნომინანტები


კალიფორნიაში, ბევერლი ჰილსში, ამერიკის კინოაკადემიამ პრემია "ოსკარის" წლევანდელი ნომინანტები გამოაცხადა. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში "ოსკარზე" წარდგენილია სურათები “BlacKkKlansman”,
“Black Panther”, “Bohemian Rhapsody”, “The Favourite”, “Green Book”,
“Roma”, “A Star Is Born” და “Vice”. საუკეთესო რეჟისორის პრემიაზე წარადგინეს ალფონსო კუარონი (“Roma”) სპაიკ ლი (“BlacKkKlansman”), ადამ მაკკეი (“Vice”), პაველ პავლიკოვსკი (“Cold War”) და იორგოს ლანთიმოსი (“The Favourite”). საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში პრემიაზე წარადგინეს იალიცა აპარისიო (“Roma”), გლენ კლოუზი (“The Wife”), ოლივია კოულმანი (“The Favourite”), ლედი გაგა (“A Star Is Born”) და მელისა მაკარტი (“Can You Ever Forgive Me?”), ხოლო საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ნომინირებული არიან კრისტიან ბეილი (“Vice”), ბრედლი კუპერი (“A Star Is Born”), უილიამ დეფო (“At Eternity’s Gate”), რამი მალეკი (“Bohemian Rhapsody”) და ვიგო მორტენსენი (“Green Book”).

"ოსკარით" დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება. სამი ათწლეულის განმავლობაში პირველად, მას შესაძლოა წამყვანი არ ჰყავდეს.

XS
SM
MD
LG