საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი „საუკეთესო მოწაფეა“ რეადმისიის მხრივ და მზად არის მეტიც კი გააკეთოს, ვიდრე ახლა საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს სავიზო ლიბერალიზაცია ევროკავშირთან.
„ნამდვილად გავაკეთებთ მეტს იმაში დასარწმუნებლად, რომ შევინარჩუნებთ ამ არსებით უფლებას, რადგან ევროპა (...) არის გადაადგილების თავისუფლება“, განაცხადა მან ბრიუსელში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე გამოსვლისას ზურაბიშვილმა ახსენა საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადება, რომელიც ეხებოდა საქართველოს მოქალაქეების მიერ სავიზო ლიბერალიზაციის გამოყენებას ევროკავშირში თავშესაფრის მოსათხოვნად. ამ ფონაზე წამოიჭრა შეკითხვა, რამდენიმე რეალურია საქართველოს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე.