Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: მინდა დავიტოვო იმედი,რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის შეხიდება, მხარდაჭერა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ,რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაში მონაწილეობის მიზნით საგანგებოდ ჩამოვიდა სტრასბურგიდან:

„ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა. ძალიან მინდა და მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმა. მე მზად ვარ, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც ძალიან პრინციპულია, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რომელიც წარმოდგენილი იყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს მყარი არგუმენტები. მინდა დავიტოვო იმედი, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე“-აღნიშნა ეკა ბესელიამ. იგი პარტიის შესაძლო დატოვების საკითხს არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთ საკითხებზე არ აქვს არც დრო და არც ადგილი გონებაში.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ესწრება პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. საპარლამენტო უმრავლესობა ბოლო დროის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის უვადო მოსამართლეობის კანდიდატების გამწესების საკითხსაც განიხილავს.

XS
SM
MD
LG