აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები ყატარში განაგრძობენ მოლაპარაკებას თალიბანის დესპანებთან უკვე მეოთხე დღეა.
ორმხრივი მოლაპარაკების მონაწილეების მიზანია, მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას და დასრულდეს 17 წლიანი კონფლიქტი ავღანეთში.
თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა 24 იანვარს განუცხადა მედიას, რომ დისკუსია გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი ორდღიანი მოლაპარაკება იყო. „კონკრეტულ თემებზე ვილაპარაკებთ, როცა შეთანხმებას მივაღწევთ“ , თქვა ზაბიჰულამ.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაადასტურა მოლაპარაკების მსვლელობა, მაგრამ აშშ-ის საელჩოს, ან ნატოს კომენტარი არ გავრცელებულა. აშშ-მა 22 იანვარს განაცხადა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებას აგრძელებს ყატარში, სადაც მისი საგანებო წარგზავნილი ზალმაი ხალილზად ხვდება შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენლებს.
ვაშინგტონის სურვილია, რომ მეამბოხეებმა ავღანეთის მთავრობასთან მოილაპარაკონ, მაგრამ თალიბანი აცხადებს, რომ მთავრობა აშშ-ის მარიონეტია.
ხალილზადმა ახლახან იმოგზაურა პაკისტანში და ასევე რეგიონის ქვეყნებში.