Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო დღეიდან დაიწყებს ჯეკ შეფერდის საქმის განხილვას


დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობას დღეიდან, 25 იანვრიდან დაიწყებს. საექსტრადიციო სხდომა სასამართლოში 13 საათზეა დანიშნული. გავრცელებული ცნობით, სხდომაზე მხარეები განიხილავენ საკითხს იმის შესახებ, უნდა დააკავონ თუ არა ჯეკ შეფერდი დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებამდე. ადვოკატები ამბობენ,რომ ჯეკ შეფერდის მიმალვის საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად, იგი არ უნდა დააკავონ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 იანვარს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი და სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩაბარდა. ეს ფაქტი ასახა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, რომელსაც ჯეკ შეფერდმა პოლიციაში გამოცხადებამდე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

ჯეკ შეფერდი მსჯავრდებულია 24 წლის შარლოტ ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო. ბრიტანეთის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენი გამოიტანა გასული წლის ივლისში და ჯეკ შეფერდს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსწლიანი პატიმრობა. ბრიტანული პრესის თანახმად, ივლისშივე შეფერდზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. საქართველოს შს სამინისტროს განცხადების თანახმად კი „ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა“.

XS
SM
MD
LG