Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ოფისში დღესაც შეიკრიბება


„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა 25 იანვარს პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად განაგრძობს მსჯელობას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, რომელთა შორის პირველ რიგში სახელდება მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ გამწესება და გუნდში არსებული უთანხმოება.

უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ისაუბრებენ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით საქართველოს პარლამენტი განიხილავს და ამტკიცებს საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მაგრამ რა წესის დაცვით უნდა წარმოადგინოს, რა კრიტერიუმების დაცვით უნდა განიხილოს პარლამენტმა, ეს არ წერია არსად. ამიტომაც, ჩვენ სწორედ ამაზე ვმსჯელობთ ახლა. მიზანი არის უცვლელი და ის შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ამგვარად, რომ მივიღოთ მაღალი ნდობის, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი სასამართლო.“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 24 იანვარს გამართულ სხდომაზეც, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG