Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს გადასარჩენად სამოქალაქო სექტორი აქციას გამართავს


„მოითხოვე დასრულდეს კლანური მმართველობა, სასამართლოს დაპატრონება და გამოყენება ვიწრო ინტერესთა ჯგუფის მხრიდან“ ,- ნათქვამია სამოქალაქო სექტორის კოალიციის განცახდებაში.კოალიცია აქციას გამართავს კვირას 27 იანვარს,სასტუმრო “რედისონში”. აქციას შეურთდებიან პარლამენტარები, იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად:

„შემოგვიერთდი და გააპროტესტე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობა, საზოგადოების დაცინვა და საზოგადოებრივი აზრის აბუჩად აგდება. მოითხოვე სასამართლოს გათავისუფლება კლანისგან. სასამართლო ჩაგრული ადამიანების უკანასკნელი იმედი და შველა უნდა იყოს. ხალხს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სასამართლოში სამართალს იპოვის. ამ ქვეყნის მოქალაქეები კი ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უსამართლო და არაჰუმანურ სამართალს ქმნიდნენ, ცდილობენ საკუთარი ძალაუფლება უვადოდ გაიმყარონ და არ მისცენ სასამართლოს გადარჩენის და განვითარების შანსი, დაუკარგონ ადამიანებს სამართლიანობის მოლოდინი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები, აპირებენ საზოგადოებრივი პროტესტის გზით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის ნაჩქარევი პროცესის შეჩერებას რათა ცრუ და არაფრისმომცემი სამუშაო ფორმატებით და კოსმეტიკური ცვლილებებით სასამართლოში გაბატონებულმა კლანმა თავის მიზანს არ მიღწიოს.

24 იანვარს „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს მიმართა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კოალიციის განცხადებით, გრძელდება მუშაობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც უზანესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის დაკომპლექტებაში მიიღეს მონაწილება თანამდებობები დატოვონ.

XS
SM
MD
LG