რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ, სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ, 24 იანვარს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ორ კანონპროექტს „ყალბი ინფორმაციების“ აკრძალვის შესახებ. რუსეთის სენატის ოფიციალური საიტის თანახმად, კანონპროექტებს 450-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა, 332 და 336 პარლამენტარი მიემხრო.
პირველი საკანონმდებლო ნორმის თანახმად იკრძალება ისეთი არასარწმუნო ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელსაც საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ინტერნეტით გავრცელებული ყალბი ინფორაციები, შესაძლებელია მოხვდეს ისეთ მასალებში, რომლის გავრცელებაც ქსელით იკრძალება.
რუსი დეპუტატები შეთანხდნენ ასევე სასჯელის შესახებ ინიცირებულ შესწორებაზე, რომელიც ფულად ჯარიმას და 15 დღით პატიმრობას ითვალისწინებს ინტერნეტით სახელმწიფოს სიმბოლოებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების შეურაცხყოფისათვის.
ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისათვის, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კერძო პირი დაჯარიმდება 5 ათასი რუსული რუბლით, იურიდიული პირი - ერთი მილიონი რუბლით.
ამასთან, მასალა, რომელიც უპატივცემულოდ ეპყრობა სახელმწიფოს და საზოგადოებას, დაიბლოკება სასამართლოს გადაწყვეტლების გარეშე.
კანონპროექტის ინიცატორია პარლამენტართა ჯგუფი, სენატორ ანდრეი კლიშასის ხელმძღვანელობით.
რუსეთი კანონმდებლები მოითხოვენ ასევე, რომ ყალბი ინფორმაციები შევიდეს იმ სიაში, რომელიც, ძირითადად ექსტერმისტული ხასიათის მასალებს შეეხება.
ზემოხსენებულ კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებდნენ როგორც ექსპერტები, ისე გენერალური პროკურატურისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს წარმომადგენლები. მაგრამ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი რუსეთის მთავრობამ მოიწონა, გენერალურმა პროკურატურმა დამოკიდებულება შეცვალა.