Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“: ჟურნალისტ დავით ერაძის სახლს ესროლეს


დავით ერაძე
დავით ერაძე

დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს, - ინფორმაციას ამის თაობაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

„დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა“, - წერს რუსთავი 2, რომლის თანახმადაც „დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს“- ნათქვამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავცელებულ ახალ ამბავში.

XS
SM
MD
LG