Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს როჯერ სტოუნი აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი


როჯერ სტოუნი
როჯერ სტოუნი

25 იანვარს დააპატიმრეს აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი როჰჯერ სტოუნი, რომელიც საარჩევნო შტაბში მის ერთ-ერთ მრჩევლად მუშობდა. როჯერ სტოუნი, დიდი ჟიურის განაჩენის საფუძველზე დააკავეს, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომლის თანახმად იგი ბრალდებულია ექვს პუნქტში. აქედან ხუთი შეეხება ყალბ განცხადებებს, გამოძიების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხოლო ერთი - მოწმეებზე ზეწოლას.

ბრალდება, როგორც მოსალოდნელი იყო, არ ადანაშაულებს სტოუნს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირში, რაც მიულერის კომისიის გამოძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს. მაგრამ საბრალდებო დასკვნაში დაწვრილებით არის საუბარი სტოუნის მონაწილეობით გამართულ დისკუსიებზე, დემოკრატიული პარტიის ელექტრონულ მიმოწერაზე.აღნიშნული მიმოწერა „ვიკილიქსით“ გამოქვეყნდა რამდენიმე კვირით ადრე საპრეზიდენტო არჩევებამდე, რომელშიც დონალდ ტრამპმა დაამარცხა მისი დემოკრატი მეტოქე, ჰილარი კლინტონი.

მიულერის ოფისის თანახმად, ელექტრონული მიმოწერა, რომელიც ჰილარი კლინტონის საარჩევნოს კამპანიის ხელმძღვანელ ჯონ პოდესტას ეკუთვნოდა, რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლების მონაწილეობით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად იქნა მოპარული. სტოუნი ფლორიდის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს დღის ბოლომდე.

XS
SM
MD
LG