აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, ზალმაი ხალილზადი ავღანეთში ჩავიდა ამ ქვეყნის მთავრობასთან კონსულტაციისთვის.
26 იანვარს ხალილზადმა გაავრცელა ცნობა, რომ ყატარში თალიბანის წარმომადგენლთან ექვსდღიან მოლაპარაკებაზე „მნიშვნელოვანი წინსვლა“ იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ შეაქო, როგორც მან უწოდა, „მნიშვნელოვანი წინსვლა“, რომელიც მიღწეულ იქნა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის მიერ ყატარში.
თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მართალია, წინსვლა იყო შეხვედრაზე, თუმცა ინფორმაცია შეთანხმებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე არაა სიმართლე. მანვე თქვა, რომ მოუგვარებელ თემებზე მოლაპარაკება გაგრძელდება.
ხალილზადმა ასევე დაწერა ტვიტერში, რომ გასაკეთებელი დაგვრჩა ბევრი საქმე და დასძინა, სანამ ყველაფერი არაა შეთანხმებული, არაფერია შეთანხმებული და ეს ყველაფერი უნდა შეიცავდეს შიდა ავღანურ დიალოგს და მტკიცე ცეცხლის შეწყვეტას.