Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იზორია: საქართველო ყოველდღე მზად უნდა იყოს ნატოში გაწევრიანებისათვის


თავდაცვის სამინისტრო 2019 წელს „სტრატეგიული მზადყოფნის პოლიტიკის“ წლად აცხადებს.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველო ყოველდღე მზად უნდა იყოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა 28 იანვარს, მედიასთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მისი განცხადებით, 2019 წელს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს, რაც ნიშნავს „კიდევ უფრო მეტ ნატოს საქართველოში“.

მინისტრის თქმით, წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში, მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს სრულად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი რგოლი და სწორედ ქართული თავდაცვითი ძალების პასუხისმგებლობა იქნება, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი.

„ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო ნატოსთვის სანდო პარტნიორია და ჩვენი კვალიფიკაცია სრულ თანხვედრაშია ნატოს სტანდარტებთან“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. მისივე სიტყვებით, 2019 წელს დაგეგმილია ნატოს მაღალჩინოსნების რამდენიმე სტრატეგიული ვიზიტი საქართველოში. მარტში საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი. დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ვიზიტიც.

2019 წელს, დასავლეთ საქართველოში ჩატარდება პირველი საერთაშორისო მრავალეროვანი სწავლება „მტკიცე სული“. ლევან იზორიას განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სწავლება დასავლეთ საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. ეს სწავლება მოიცავს ახალ ელემენტებს, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების საკითხებს.

XS
SM
MD
LG