თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2019 წელს დასრულდება სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი და გაიზრდება მათი ხელფასები.
„ქართველი სამხედროების სოციალური და სახელფასო პირობების გაუჯობესება წელსაც ჩვენი პრიორიტეტია. 2019 წლიდან სახელმწიფო ყველას გადასცემს ბინას, ვის წინაშეც აქვს ვალდებულება კონტრაქტის საფუძველზე“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ეს პროცესი 2020 წელს დასრულდება.
თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ წელს, დაახლოებით, 7000 სამხედრო მოსამსახურეს გაეზრდება ხელფასი 100-დან 500 ლარამდე, მათი წოდების მიხედვით. იზორიას სიტყვებით, თავდაცვის სამინისტროს მიზანია, გაუმჯობესებული ხელფასი უახლოეს მომავალში ყველა სამხედრო მოსამსახურემ მიიღოს.