Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეტიაკოვის გალერეიდან მოპარული კუინჯის ნახატი მუზეუმს დაუბრუნდა


ცნობილი რუსი მხატვრის, არხიპ კუინჯის ნახატი „აი პეტრი. ყირიმი“, რომელიც 27 იანვარს გალერეიდან მოიპარეს, ნაპოვნია.

რუსეთის შსს-ს ცნობით, უკვე დაკავებულია ქურდობაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი, რომელმაც სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მოპარული ნახატი მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოს რაიონში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტში დამალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი,ირინა ვოლკი აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, დანაშაული ჩადენილია ანგარების მოტივით.

შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ადრეც იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის. საქმე კი აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც განსაკუთრებული ღირებულების მქონე ნივთის ქურდობას გულისხმობს.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს, როგორც ხსნის ვიზიტორების თვალწინ უცნობი მამაკაცი ტილოს და მიაქვს. თვითმხილველების განცხადებით, მათ ის მუზეუმის თანამშრომელი ეგონათ.

XS
SM
MD
LG