Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ჭიჭინაძის განცხადებას ფარულ ჩანაწერებზე სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება


შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებული განცხადებით, მისი კოლეგა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების თაობაზე.

როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, ამ ამბავს, რომელიც, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ვრცელდება მისი ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. ჭიჭინაძის შეფასებით, ეს არის ბესელიას დასასჯელად წამოწყებული პროვოკაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის რეაქცია უნდა მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG