Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა იკისრა ფილიპინებზე და ნიგერიაში მომხდარ თავდასხმებზე


ჯგუფ "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულმა ექსტრემისტებმა პასუხისმგებლობა იკისრეს ფილიპინების სამხრეთ კუნძულზე, ეკლესიაში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ათობით ადამიანი შეეწირა და ნიგერიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე. "ისლამურმა სახელმწიფომ" 27 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ ასაფეთქებელი მოწყობილობა გააქტიურა ფილიპინების დედაქალაქ მანილადან 1000-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე კუნძულის, ხოლოს ეკლესიაში. ამ თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 80-ზე მეტი.


XS
SM
MD
LG