Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიასთან დაკავშირებით შს სამინისტროში გამოცხადდა   


შს სამინისტროში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გამოცხადდა დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც 28 იანვარს პირველმა გააკეთა განცხადება ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებასთან დაკავშირებით. უმრავლესობის რიგებიდან გარიცხული დეპუტატი ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნება საქართველოში ძირითადად პოლიტიკური ვითარების დაძაბვას ემთხვევა.

„ექსპერტი მე არ ვარ, მაგრამ იმას, რომ ჩანაწერი არსებობს, ამას ვადასტურებ და ის ფეისბუქზე ამოუვარდათ ჩემი ოჯახის წევრებს... მე აქ იმიტომ მოვედი, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო (გამოძიებას)... მე მინდა, რომ მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში იქნას აღკვეთილი და გავრცელების წყარო იქნას გადაკეტილი. ვთვლი, რომ ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვიღაც მაინც უნდა დაისაჯოს ამ საქმიანობისთვის... მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ ერთი რამ არის, რომ როდესაც იძაბება ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა, მაშინ იწყება ხოლმე კონკრეტულად... და ქვეყნდება ხოლმე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამ ქვეყანაში ადამიანებისთვის და სამართლიანობისთვის იბრძვის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, გამოკითხვაზე შესვლის წინ.

ეკა ბესელია ადასტურებს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ცალკეულ ჯგუფებში ვრცელდება მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ამსახველი უკანონო ჩანაწერი, რომელიც მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დამზადდა და ახალი ხელისუფლების პერიოდში გავრცელდა. ბესელია განმარტავს, რომ ამ ფაქტზე პროკურატურამ 8 პირი ცნო დამნაშავედ და ეს საქმე ბოლოს სააპელაციო სასამართლოში გააგზავნეს. ბესელიას განცხადებით, ის ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას სწორად არ მიიჩნევდა მასალის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG