Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელი: ვარშავაში დაგეგმილი კონფერენცია არ იმართება ირანის წინააღმდეგ


აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე კონფერენცია, რომელიც მომავალ თვეში, ვარშავაში გაიმართება, არ იქნება მიმართული ირანის წინააღმდეგ. "ეს არ არის ირანის საწინააღმდეგო შეხვედრა, ან კოალიციის შექმნის მცდელობა" - უთხრა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს სატელეფონო ინტერვიუში 28 იანვარს. 13-14 თებერვლის მინისტერიალი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად მოიცავს დისკუსიებს სირიასა და იემენში შექმნილ ვითარებაზე, სარაკეტო თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე, ტერორიზმზე, უკანონო ფინანსებზე და კიბერუსაფრთხოებაზე - აცხადებენ აშშ-ის და პოლონეთის წარმომადგენლები. ჟურნალისტებთან საუბარში ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ მინისტერიალის მიზანია "რეგიონის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთა" და დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ნამდვილად აპირებს განიხილოს "რეგიონში ირანის დესტრუქციული პოლიტიკის" შესახებ აშშ-ის შეშფოთება, რადგან "რთულია რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკო ირანის ხსენების გარეშე". ირანი კონფერენციას უწოდებს "აშშ-ის ანტიირანულ ცირკს".

XS
SM
MD
LG