Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა კომპანია "ჰუავეი" დაადანაშაულა თაღლითობასა და ჯაშუშობაში


აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 13 პუნქტიანი ბრალდება წაუყენა ჩინურ კომპანია „ჰუავეის,“ მის რამდენიმე ამერიკულ ფილიალს და კომპანიის ფინანსურ დირექტორს მენ ვანჟუს. ბრალდებებს შორისაა საბანკო თაღლითობა, სანქციების დარღვევა, მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლა და სამრეწველო ჯაშუშობა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომუნიკაციების კომპანია „ჰუავეიმ“ ამერიკულ ბანკებს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია ირანთან მისი ბიზნეს-კავშირების შესახებ. ჩინურ კომპანიას ბრალად ედება სმარტფონების ტესტირების მიზნით ამერიკული კომპანიის T Mobile-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის მოპარვაც. „ჰუავეი“ ამ ბრალდებებს უარყოფს. კომპანიის ფინანსური დირექტორი მენ ვანჟუ ამჟამად კანადის ქალაქ ვანკუვერში, შინაპატიმრობაში იმყოფება. ის აშშ-ის თხოვნით კანადის ხელისუფლებამ 2018 წლის 1 დეკემბერს დააკავა და მოგვიანებით 10 მილიონი კანადური დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აშშ კანადისგან ითხოვს „ჰუავეის“ ფინანსური დირექტორის გადაცემას.

XS
SM
MD
LG