Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული კარანტინისთვის გვერდის ავლას ქრთამით ახერხებენ


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ დაკეტილია მდინარე ენგურთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომლის გავლითაც მოქალაქეები გადადიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. „ღორის გრიპის“ გამო დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 11 იანვარს გამოცხადებული კარანტინის გაუქმებას გალის რაიონში მცხოვრები ქართველები 28 იანვრისთვის ელოდებოდნენ, თუმცა, რამდენიმე რესპონდენტმა დღეს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეზღუდვა სავარაუდოდ, მარტამდე გაგრძელდება.

ე.წ. საზღვრის დაკეტვის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთა ნაწილი მაინც ახერხებს დანარჩენ საქართველოში გადასვლას. ერთ-ერთმა რესპონდენტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებს 40 ლარის ეკვივალენტი რუსული ვალუტა, დაახლოებით 1000 რუბლი გადაუხადა და ე.წ. საზღვარზე გაატარეს. 28 იანვარს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარზე გაატარეს ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ.

XS
SM
MD
LG