ნატოს ხელმძღვანელი და პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებენ, რომ იმედით უყურებენ ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკების პროგრესს, მას შემდეგ, რაც ავღანეთის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ამერიკელები და თალიბანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე. ამ ხელშეკრულებით უნდა დასრულდეს ავღანეთში 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი. 28 იანვარს, ვაშინგტონში ვიზიტისას ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, თალიბანი "ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენო" და დასძინა - "ამდენად, ჩვენ იმედს გვაძლევს ის, რასაც ვხედავთ, პროგრესი ... და თალიბანთან მოლაპარაკება". აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა მსგავსი განცხადება გააკეთა და თქვა: "ახლა მთავარი ის არის, რომ ეს იმედისმომცემია". აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთის სამშვიდობო პროცესში, ზალმაი ხალილზადი ამბობს, რომ გასულ კვირაში თალიბანთან ყატარში გამართული ხუთდღიანი მოლაპარაკება "წინა შეხვედრებზე ბევრად უკეთესი იყო".
ყველაზე პოპულარული
1