Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ სოციალური ქსელებით 28 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია. "პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს“ - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში. პრეზიდენტის თქმით, „საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს.“ სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს ღია დისკუსია. პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა სოციალური ქსელებით სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებას.

XS
SM
MD
LG