Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავადმყოფოდან გაწერეს ტაჯიკი მამაკაცი, რომელიც 31 დეკემბერს მაგნიტოგორსკში აფეთქებული შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს


მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლი.
მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლი.

ტაჯიკი მამაკაცი, რომელმაც ოჯახი დაკარგა და თავად მძიმედ დაშავდა ახალ წელს რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქებისას, საავადმყოფოდან გამოუშვეს.

ჩელიაბინსკის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ, სადაც მკურნალობდნენ 26 წლის შუჰრატ ულფატოვს, განაცხადა, რომ ის 29 იანვარს გაწერეს.

ულფატოვი ნანგრევებქვეშ იპოვეს 31 დეკემბერს მომხდარი აფეთქებიდან შვიდი საათის შემდეგ. აფეთქების შედეგად ათსართულიანი შენობის ერთი სექცია ჩამოინგრა და, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტის დროს დაიღუპნენ ულფატოვის 24 წლის ცოლი და სამი შვილი.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჯერაც საავადმყოფოში იმყოფება, არის 11 თვის ბიჭი, ივან ფოკინი, რომელმაც ყინვაში 35 საათი გაატარა ნანგრევებქვეშ, სანამ მაშველები ამოიყვანდნენ. ფოკინი მძიმე მდგომარეობაშია და მას მოსკოვში მკურნალობენ.

რუსეთის ხელისუფლების თანახმად, აფეთქება გაზის გაჟონვით იყო გამოწვეული.

XS
SM
MD
LG