ბრიტანელ კანონმდებლებს საშუალება მიეცემათ კენჭი უყარონ ცვლილებების შეტანას ბრექსიტის შესახებ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებაში. ამის თაობაზე დღეს განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბერკაუმ.
ბერკაუს თქმით, შერჩეულია შვიდი შესაძლო შესწორება, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის საზღვრის თაობაზე „ალტერნატიული გზების“ გამონახვა.
ადრე ევროკავშირმა გამორიცხა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებულ ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა. მაგრამ მეი დაჰპირდა ბრიტანელ კანონმდებლებს, რომ დღეს შეეცდება დაიყოლიოს ევროკავშირის ლიდერები კანონის ძალის მქონე დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე.
შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაზე კენჭისყრა დღეს საღამოს გაიმართება.