Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში ძალაში რჩება 2022 წელს ევროზონაში შესვლის გეგმა


ბულგარეთის პრეზიდენტ ბოიკო ბორისოვის განცხადებით, მისი ქვეყანა კვლავინდებურად მიზნად ისახავს 2022 წლამდე ევროზონაში შესვლას, ზოგი ადგილობრივი ბიზნესის წინააღმდეგობის მიუხედავად. ამ წინააღმდეგობის მიზეზად სახელდება შიში, რომ ევროზონაში შესვლას ეკონომიკის უფრო მკაცრად გაკონტროლება მოჰყვება.

ბორისოვმა 29 იანვარს სოფიაში, ბიზნესკონფერენციაზე გამოსვლისას, ევროს მიღების ერთ-ერთ დადებით მხარედ მოიხსენია საბანკო სისტემაში დისციპლინის გაუმჯობესება. როგორც ევროზონის ქვეყანაში, ბულგარეთში დიდი ბანკები დაექვემდებარებოდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის კონტროლს.

ფინანსთა მინისტრმა ვლადისლავ გორანოვმა გამოთქვა იმედი, რომ ქვეყანა წელს, ზაფხულში გაწევრიანდება ევროკავშირის საბანკო კავშირში და დაიწყება საერთო ვალუტის მოქმედების ზონაში ინტეგრაციის ორწლიანი პროცესი. შესაბამისად, გორანოვის თქმით, მოსალოდნელია ევროზონასთან 2022 წლის იანვარში მიერთება.

ამჟამად ევრო არის ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 18-ის საერთო ვალუტა.

XS
SM
MD
LG