Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან ხელახლა მოლაპარაკებას


ბრიტანელი კანონმდებლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან ხელახლა მოლაპარაკებას, რათა გადაისინჯოს ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის საკითხი.

ირლანდიის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრია მაშინ, როცა ჩრდილოეთი ირლანდია გაერთიანებულ სამეფოს ეკუთვნის და ბრექსიტის გამო ევროკავშირიდან გადის.

თემთა პალატის 317 წევრი 301-ის წინააღმდეგ მიემხრო მოლაპარაკებას ევროკავშირთან, რათა შეიცვალოს ისეთი მექანიზმის (backstop) მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც განუსაზღვრელი ვადით ღია დარჩებოდა საზღვარი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის.

ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერის, დონალდ ტუსკის წარმომადგენლის განცხადებით, ლონდონთან შარშან ნოემბერში მიღწეული შეთანხმება, რომელიც წელიწადნახევრიან მოლაპარაკებას მოჰყვა, „არ არის ღია მოლაპარაკებისათვის“.

ბრიტანეთს 29 მარტს ამოეწურება ევროკავშირიდან გასვლის ვადა და ბევრი შიშობს, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

XS
SM
MD
LG