Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სავიზო კოდექსის შეცვლას გეგმავს


ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ევროკავშირის სავიზო კოდექსის შეცვლის შესახებ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საუბარია ევროკავშირის ქვეყნებში ხანმოკლე ვიზიტებით(180 დღიან პერიოდში 90 დღე) ჩასვლის ახალ წესებზე. კერძოდ, ვიზის მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება გამგზავრებამდე 6 თვით ადრე, ნაცვლად სამი თვისა და ვიზის საფასური გაიზრდება 60-დან 80 ევრომდე. გარდა ამისა, პირდაპირი კავშირი იარსებებს სავიზო მომსახურების სისწრაფესა და ფასს შორის და ვიზის გამცემი ქვეყნის მზადყოფნასთან ითანამშრომლოს ევროკავშირის საერთო მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში. ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეფორმის ძირითადი ამოცანაა ტურიზმის, ვაჭრობის და ბიზნესის მიზნებით კანონიერი ვიზიტების გამარტივება და ზომების მიღება არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ. სავიზო კოდექსში შესატანი ცვლილება ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გაეგზავნება ევროკავშირის საბჭოს.

XS
SM
MD
LG