Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაშინგტონ პოსტი“: რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სთავაზობდა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას


ალექსანდრ მაცეგორა, მარცხნივ
ალექსანდრ მაცეგორა, მარცხნივ

გზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ საიდუმლოდ შესთავაზა ჩრდილოეთ კოერას ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ბირთვული იარაღის პროგრამის დემონტაჟის სანაცვლოდ.

29 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში, გაზეთი ეყრდნობა აშშ-ის ხელისუფლების ანონიმურ წარმომადგენელს, რომლის თანახმად, მოსკოვმა საიდუმლო შეთავაზება რამდენიმე თვის წინ გააკეთა. ინფორმაცია ამ გარიგების შესახებ, აშშ-ის დაზვერვამ 2018 წლის ბოლოს მოიპოვა.

„ვაშინგტონ პოსტის“ წყაროს თანახმად, საიდუმლო გარიგებით ატომური ელექტროსადგურის მართვას და ნარჩენების გატანას რუსეთი განახორციელდებდა, რასაც თავიდან უნდა აეცილებინა ფხენიანის მიერ რეაქტორის ბირთვული იარაღის შექმნის მიზნით გამოყენების საფრთხე.

გაზეთის სტატიაზე თეთრ სახლს კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში, ალექსანდ მაცეგორმა, უარყო ცნობა და დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მსგავსი შეთავაზება არასოდეს არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG