Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზები, ქართველები და ოსები მშვიდობის ჟურნალისტიკაზე მსჯელობენ


მონტენეგროს ქალაქ ულცინში მიმდინარეობს ოსი, ქართველი და აფხაზი ჟურნალისტების შეხვედრა. ისინი კონფლიქტების გაშუქებასა და მშვიდობის ჟურნალისტიკაზე მსჯელობენ საერთაშორისო ტრენერის, გერმანელი ულრიკე ბუტმოლოიუს მონაწილეობით. ქართველმა, აფხაზმა და ოსმა ჟურნალისტებმა შექმნეს შერეული ჯგუფები და მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში ერთობლივი რეპორტაჟები მოამზადეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ჟურნალისტებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ ნატოში მონტენეგროს ინტეგრაციის პროცესი, რომლის მიმართ ადგილობრივ მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრებები აქვს. ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტები 5 დღის განმავლობაში გაივლიან ტრენინგებს კონფლიქტების სენსიტიური გაშუქების თემაზე. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე შეხვედრის ორგანიზატორია „სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი.“

XS
SM
MD
LG