Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქობულია: კორუფცია არ არის საქართველოს პრობლემა


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის პრობლემას ვერ ხედავს. მინისტრი ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, სადაც რესპონდენტები სახელმწიფო უწყებებში კორუფციისა და ნეპოტიზმის არსებობაზე მიუთითებენ.

„ნახევარ წლამდეა, რაც ვმუშაობ სახელმწიფო სტრუქტურებში. მე არ შემიმჩნევია ასეთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება - ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა... და არც მსმენია არავისგან ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც, ქვეყანაშიც. ამ პრობლემებს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ნამდვილად არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG