Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტის დეპუტატი რაუფ არაშუკოვი პარლამენტში დააკავეს მკვლელობის ბრალდებით


რაუფ არაშუკოვი
რაუფ არაშუკოვი

რუსეთის პარლამენტის დეპუტატი, მმართველი პარტიის წევრი რაუფ არაშუკოვი პარლამენტში დააკავეს მკვლელობის ბრალდებით. სამართალდამცავი ორგანოების თანახმად, არაშუკოვს ბრალი ედება, რომ ის დგას ჩრდილოეთ კავკასიის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რეგიონში 2010 წელს მომხდარი ორი შეკვეთილი მკვლელობის უკან.

არაშუკოვი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს სხდომიდან გაიყვანეს სამართალდამცავებმა მას შემდეგ, რაც კანონმდებლები მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას დათანხმდნენ.

მედიის თანახმად, დღესვე სანქტ-პეტერბურგში დააპატიმრეს მამამისიც. უმცროსი არაშუკოვი, რომელიც 32 წლისაა, ხელბორკილებით წაიყვანეს საგამოძიებო კომიტეტის შტაბბინაში, სადაც მას წაუყენეს მკვლელობის, „დანაშაულებრივ ჯგუფში“ მონაწილეობის და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის ბრალდებები.

კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ არაშუკოვი ეჭვმიტანილია 2010 წელს ყარაჩაი-ჩერქეზეთის ლიდერის მრჩევლის, ფრალ შებჟუხოვისა და ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის, ასლან ჟუხოვის მკვლელობებთან კავშირში.

XS
SM
MD
LG