Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპრესნიუსისთვის ცნობილი გახდა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ვინაობა


ადვოკატი კახა ხვისტანი ადასტურებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით დაკავებულთა შორისაა მუსიკალური ტელეპროექტის „იქს ფაქტორის“ მონაწილე გიორგი გასვიანი. „ჩემი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება“ - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ კახა ხვისტანმა. მისი ინფორმაციით, გიორგი გასვიანს ბრალს სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 პირია დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები სოციალური ქსელით და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. ბოლო დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელდა სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG