საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 1 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის პირადი სივრცე ხელშეუხებელია და გმობს ამ სივრცის ხელყოფის ნებისმიერი სახით გამოვლინებას:
„ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში არავინ გამოიყენოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც ადეკვატურად გაეცემა უმკაცესი პასუხი.