"მთავარია ვინ გაავრცელა თავიდან და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ეს არის გამოსარკვევი და არა მხოლოდ ქალბატონ ბესელიას შემთხვევაში. სხვა პოლიტიკოსებსაც გაუვრცელეს უახლოეს წარსულში, მაგრამ არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე საგამოძიებო ორგანოების რეაგირების ეფექტურობის შეფასებისას. მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ დანაშაულია, როგორც ფარული ჩანაწერის შენახვა, ასევე მიღებული მასალის სხვისთვის გადაგზავნა: „ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, რომ არ შეინახონ კადრები, შეატყობინონ პოლიციას და არ შეუწყონ მის გავრცელებას ხელი. ეს არის საუკეთესო პრევენცია, რომ ამგვარი ფაქტები მომავალში აღარ იყოს ეფექტური. მაგრამ, მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მოვუწოდებ, რომ რეალური რეაგირება მოახდინოს და მესამე რიგის გამავრცელებლებზე არ შეაწმინდოს ხელი.“- განაცხადა ოთარ კახიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 პირია დაკავებული, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები სოციალური ქსელით და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.