გავრცელებული ინფორმაციით აშშ დღეს გამოაცხადებს ცივი ომის დროს 1987 წელს ხელმოწერილი, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ (INF) ხელშეკრულებიდან გამოსვლას რუსეთის გამო, რომელსაც ვაშინგტონი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც კონგრესის წყარომ აცნობა რადიო თავისუფლებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შესაბამის განცხადებას გააკეთებს მას შემდეგ, რაც ამოიწურება რუსეთისათვის ვაშინგტონის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად დადგენილი ვადის მოქმედება. მრავალი წყარო აღნიშნავს, რომ განცხადების გაკეთება, ხელშეკრულებიდან გამოსვლის თაობაზე, გარდაუვალია.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პოპმეო საგანგებო ბრიფინგის გამართვას პრაღის დროით 14:30 საათზე გეგმავს.