Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნასტია რიბკა უარყოფს ოლიგარქ დერიპასკას შესახებ ჩანაწერების არსებობას


ბელარუსის მოქალაქე ანასტასია ვაშკუევიჩი, იგივე ნასტია რიბკა, კვლავ აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი ჩანაწერი იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა იახტაზე, რომელზეც იგი იმყოფებოდა ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკასთან და რუსეთის ვიცე-პრემიერ სერგეი პროხოდკოსთან ერთად. ამის თაობაზე ნასტია რიბკმა „ბიბისის“ რუსულ სამსახურთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

ნასტია რიბკა ცნობილი გახადა ალექსეი ნავალნის გამოძიებამ, რომელიც შეეხეოდა ბელარუსი გოგოს ურთიერთობას კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან.

ბელორუსი მოდელი ამტკიცებდა, რომ რუსი მილიარდერი ვიცე-პრემიერთან ერთად მსჯელობდა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევის შესახებ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა, რომ მან მოატყუა ამერიკელები, როდესაც მათ შეატყობინა დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ გარკვეულ ჩანაწერებზე, ნასტია რიბკამ განაცხადა, რომ მას რუსეთში განუმარტეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა ილაპარაკოს. "მე ამ ქვეყანაში შემდეგშიც უნდა ვიცხოვრო. ამიტომ ჯერჯერობით შევთანხმდით ოფიციალურ ვერსიაზე, რომ არავითარი ჩანაწერები არ არსებობს, ყველაფერი განადგურებულია, მთელი ჩვენი ციფრული მოწყობილობა ტაილანდში დარჩა. ყველაფერი, რაც მაქვს - ეს ჩემი მახსოვრობაა.“

29 იანვარს „სიენენთან“ ინტერვიუში, ვაშკუევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა აუკრძალეს მას მილიარდერ ოლეგ დერიპასკაზე საჯარო საუბარი.

ნავალნის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ნასტია რიბკა და რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ კირილოვი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ალექს ლესლი, დააკავეს ტაილანდში, უკანონო სექს-ტრენინგების ჩატარების ბრალდებით.

მათ ცხრა თვე გაატარეს ციხეში, რის შემდეგაც ორივეს პირობითი სასჯელი შეეფარდა და დეპორტირებულ იქნა. როცა ისინი მოსკოვში ჩაფრინდნენ, ისევ იქნენ დაკავებული - ამჯერად პროსტიტუციაში ადამიანების ჩართვის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG