Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია “ქართული ოცნების” ოფისში ოთხი საკითხის გადასაწყვეტად მივიდა


საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია ოთხი ძირითადი საკითხის გადასაწყვეტად მივიდა. ეკა ბესელიას განცხადებით, ეს საკითხებია:

  • სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილება - მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურაზე პარლამენტში კანონმდებლებმა უნდა იმსჯელონ. პროექტის არ უნდა დაიწეროს იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც თავად სურთ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
  • მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი უნდა შეჩერდეს.
  • კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც კანონით უნდა განისაზღვროს, რათა აირჩნენ საუკეთესო მოსამართლეები.
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი.

ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრაზე ვერ აცდებიან მის მიმართ მიმდინარე მორალურ ტერორზე საუბარსაც, თუმცა, ეს არ არის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.

მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ოფისში ამ წუთებში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. შეხვედრის თემა მოსამართლეების შერჩევის საკითხია.

XS
SM
MD
LG