Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე აცხადებს, რომ „შავ-ბნელ ძალას“ ერთიანი ფრონტით უნდა ებრძოლონ


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. „შევთანხმდით, რომ ერთადერთი რაც წააქცევს "კლანს" და იმ შავ-ბნელ ძალას, რომელიც მას მფარველობს, არის ერთიანი ფრონტი,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ პარლამენტში, ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ამ საკითხზე შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაგრძელდება.

საქართველოში პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოთა შერჩევის წესს. ოპონენტები, რომელთა შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც არიან, ითხოვენ თანამდებობა დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც უზანესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის დაკომპლექტებაში მიიღეს მონაწილება, გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა და შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის ნაჩქარევი პროცესი.

XS
SM
MD
LG