Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის წევრები „პროვოკაციას“ უწოდებენ ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებას


გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სპეცსამსახურების დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებას. „ეს არის ხელისუფლების თამაში იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს რაოდენობრივ დაკავებებზე და არა ამ პრობლემის წინააღმდეგ ფუნდამენტურად ბრძოლაზე", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელიც მოითხოვს, რომ დაისაჯონ დამკვეთები და შემსრულებლები.

პოლიტიკურ მიზანზე საუბრობს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც საქალაქო სასამართლოში ესწრებოდა ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესს.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე „გირჩის" 3 წევრია დაკავებული.

„დასასჯელია, ის ადამიანი, ვინც ეს ფაილი ატვირთა და მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. აქ მთავარია, პოლიტიკური მიზანი, ვიღაცას უნდოდა ამ ფაილის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, რომელიც დასასჯელია. ეს ამორალური საქციელია, მაგრამ ამის გამო ადამიანების დასჯას თუ დავიწყებთ, ამ ქვეყანაში ათობით ათასი ადამიანია დასასჯელი. ამ ათობით ათასიდან 16 ადამიანს თუ არჩევენ, ეს არის შერჩევითი სამართალი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG